საშინელი ავარია ბელიაშვილზე – რა ხდება ადგილზე?

30-05-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ძალიან მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს სავარაუდოდ 2 ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთი ტაქსი გახლავთ.

არიან შემთხვევის შედეგად დაშავებულები, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში დაუყონებლივ გადაიყვანა.

დაზიანებული მანქანებიდან ადამიანების გადმოსაყვანად სამაშველო დახმარება ჩაერთო. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები