ერთმანეთთან ყველაზე დაპირისპირებული ზოდიაქოს ნიშნები
იდეალური არავინაა. ადამიანებს შორის მტრობა და ანტიპათია დროდადრო ჩნდება ხოლმე. ამაში გარკვეული და შეიძლება ითქვას, ლომის წილი ზოდიაქოს ნიშნებს შორის არსებული განსხვავებაა.
მაშ ასე, რომელ ნიშანთან აქვთ განსაკუთრებული ანტიპთიური დამოკიდებულება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს და რა და რატომ აღიზიანებს მათ – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.
ვერძი
ვერძები ვერ იტანენ ზანტ ადამიანებს და მათ, ვინც გრძნობებით ხელმძღვანელობს. ვერძებსა დ თევზებს არ შეიძლება, ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათია ჰქონდეთ. ამ წყვილს მხოლოდ უწყინარი თანაარსებობის იმედი შეიძლება ჰქონდეს, თან ისე, რომ ხშირად ვერ ხედავდნენ ერთმანეთს.
კურო
კუროს, ვინმე რომ შესძულდეს, საფუძვლიანი მიზეზი უნდა ჰქონდეს. ერთ-ერთი ასეთი მიზეზია სრული გულგრილობა. ეს ადამიანები ვერ იტანენ, როცა მათ ყურადღებას არ აქცევენ. ზოდიაქოს 12 ნიშნიდან კუროებს ეს ყველაზე მეტად ვერძებისა და ტყუპებისგან სწყინთ. ამ ნიშნებთან კუროები ერთ გზაზე ვერ ივლიან.
ტყუპი
ტყუპებს სიძულვილი არ შეუძლიათ, მაგრამ მათ ადვილად შეუძლიათ უარი თქვან მათთვის უინტერესო ადამიანების კომპანიაში ყოფნაზე. ასეთი კი მათთვის თხის რქის წარმომადგენლები არიან, რომლებიც მუდამ ფრთხილობენ და ექსპერიმენტებს გაურბიან. ამ ადამიანებს ერთმანეთთან საერთო თითქმის არაფერი აქვთ.
კირჩხიბი
კირჩხიბებს, ერთი შეხედვით, მიზეზი არა აქვთ, რომ ვინმე სძულდეთ, მაგრამ მათ ძალიან უჭირთ თავის თავში შეყვარებულ ადამიანებთან ურთიერთობა. ასეთი კი ხშირად ლომები და მორიელები არიან, ხანდახან – სასწორებიც. სწორედ მათთან შეიძლება ჰქონდეთ კირჩხიბებს მტრობა და ე. წ. მოლეკულარული აუტანლობა.