"მეგობრებო, ეს არის ჩაშლილი ინფორმაცია..." - ნანუკა ჟორჟოლიანი მიმართვას ავრცელებს

27-05-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

"მეგობრებო, ეს არის ჩაშლილი ინფორმაცია, რაში იხარჯება თქვენი ფული. ვანახლებთ ყოველ დღე" - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ფონდის ანგარიშზე, სადაც მოქალაქეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებისთვის საჭირო თანხას რიცხავენ, 227 625 ლარია მობილიზებული.

"მეგობრებო, ეს არის ჩაშლილი ინფორმაცია, რაში იხარჯება თქვენი ფული.

ვანახლებთ ყოველ დღე. პოსტი რომ არ ეძებოთ, მუდმივად აპინული იქნება. "ფეისბუქმა" წაშალა გადარიცხვის სქრინები, რადგან აღიქვა პირადი ინფორმაციის დარღვევად.

ინტერესის შემთხვევაში, ნებისმიერ გადარიცხვაზე გამოგიგზავნით დოკუმენტს. ანგარიშზეა 227 625 ლარი" - წერს ჟორჟოლიანი.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები