“აჰა შედეგი, დამეწყრილია ყველაფერი! არ გეშინიათ?!” – თეა გოდოლაძე

26-05-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

“ვაშლიჯვრის მოსახლეობა დამიკავშირდა, სადარბაზოები წყლით გვევსება წვიმის დროსო. მივედი, რა თქმა უნდა, გრუნტისა და წვიმისგან გრუნტში ჩაჟონილი წყალი მოდიოდა მდინარედ ლისის ფერდზე და ავსებდა წყლით სადარბაზოებსა და მაჭავარიანის მართობულ ქუჩას. მოვექეცით ზემოთ, დაგვხვდა ეს სურათი. მიუხედავად უამრავი გაფრთხილებისა, საოცარი ტემპით მიმდინარეობს მაჭავარიანის ქუჩის გაყოლებაზე, ფერდის ზემო განაშენიანება. დაუწყიათ გრუნტის ჭრა და აჰა შედეგი, დამეწყრილია ყველაფერი! მდინარეთა ნაკადების მიმართულება, მორფოლოგიურად შეცვლილია განაშენიანების გამო და ტბორავს სადარბაზოებს. ხალხო, არ გეშინიათ?! ამის გამაგრება შეუძლებელია, საკუთარი ხელით ითხრით საფლავს! დანარჩენი ფოტოები არ დავდე. ეს რაც დავდე, ჟანრის კლასიკაა”,_ წერს სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები