ცნობილი ქართველები, რომლებიც მესამე ქორწინებაში არიან

25-05-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ცნობილი ქართველები, რომლებმაც მესამედ შექმნეს ოჯახი:

1. მაკა ზამბახიძე

მომღერალი პირველად საკმაოდ პატარა ასაკში გათხოვდა ნოდარ ჩიტაძეზე, ქმართან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და შეეძინა ქალშვილი, თუმცა პირველი ოჯახი რამდენიმე წელიწადში დაენგრა. მეორედ 2009 წელს დაქორწინდა, თუმცა არც ეს ურთიერთობა აღმოჩნდა წარმატებული. ახლა მესამე ქორწინებაშია მასზე 7 წლით უმცროს მიხეილ ჩოხელთან.

2. ნელი აგირბა

ჟურნალისტი დაქორწინებული იყო ილო ბეროშვილზე, რომელთანაც 2 შვილი ჰყავს. მეორე ქორწინებაში იყო ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რაშ­ვილ­თან, თუმცა ნელი 6 თვეში დაქვრივდა. ამჟამად მესამედ არის დაქორწინებული ხმის ოპე­რა­ტო­რ ეშ­ტონ ლა­ღი­ძეზე, წყვილს საერთო ვაჟი ჰყავს.

3. მალხაზ ქვრივიშვილი

59 წლის მსახიობი მესამე ქორწინებაშია. მისი რჩეულია ხათუნა ფიქრიშვილი. როგორც ამბობს, ორი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ახალი ურთიერთობის დაწყებას აღარ აპირებდა, სწორედ ამ დროს გადაღებებზე გაიცნო ხათუნა და მან დაიპყრო მსახობის გული.

4. ნოე სულაბერიძე

პროდუსერია და ტელეწამყვანი ქორწინებაშია მოდელ ჟანეტ ქერდიყოშვილთან, რომელთანაც ერთი გოგონა ჰყავს. მანამდე ორჯერ იყო დაქორწინებული, ორივე განქორწინებით დასრულდა, თუმცა ორივე ქორწინებაში თითო შვილი ჰყავს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები