რა მდგომარეობაშია დავით ქაცარავა ახლა - ცოლის კომენტარი

18-05-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

რამდენიმე დღის წინ რუსული კანონის გასაპროტესტებლად მისული დავით ქაცარავა პოლიციამ ძალის გამოყენებით დაიჭირა და სასტიკად გაუსწორდა.

ქაცარავა იმ დღესვე ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს და დღემდე იქაა. მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქაცარავას ცოლმა ისაუბრა:

„დავითს უჯანსაღესი ორგანიზმი აქვს, არასოდეს მოუწევია, ალკოჰოლს არ ეკარება, ვარჯიშობს მთელი ცხოვრება. მისი რეგენერაცია მართლა კარგად მიდის. ტკივილები აქვს, მარცხენა თვალში მხედველობა არაა აღდგენილი. სახის მარცხენა მხარე გაშეშებული აქვს, ცხვირთან ნერვი აქვს დაზიანებული. საუბრისას ტუჩის მარცხენა კუთხე არ მოძრაობს.

ექიმები თავს ეხვევიან. რჩება კლინიკაში ორშაბათამდე.

გავიმარჯვებთ სახელოვნად!“, – სოფია ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები