"ქალი ველოსიპედით გადაადგილდებოდა და ტრაილერი შეეჯახა" - უმძიმესი შემთხვევა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა
რუსთავი-თბილისის ავტობანზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქალს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც იგი დაიღუპა.
ავტობანის ამ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც მანქანები ალტერნატიული გზებით გადაადგილდებიან.
სწორედ ამ მონაკვეთზე მოხდა ავარია.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები