"დაკავებას ამ საკითხს უკავშირებს", - უჩა აბაშიძის ადვოკატი

10-05-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

გუშინ სამხედრო ანალიტიკოსი უჩა აბაშიძე იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს, თუმცა ცნობილია, რომ აბაშიძის 2 იარაღი რეგისტრირებულია, ხოლო დანარჩენი ნამდვილ იარაღს არ წარმოადგენს და აირსოფტის სათამაშო იარაღებია.

აღნიშნულთან დაკავშირებით უჩას ადვოკატმა გიორგი მახარაძემ ისაუბრა:

“თვითონ დაკავებას, თავის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. დაზიანებებზე არ უსაუბრია, ახლაც მასთან იმყოფება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი. როგორც ჩანს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი უჩასთან სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ მივიდა, თუმცა აღნიშნულმა უწყებამ დაიწყო თუ არა გამოძიება, ჯერ ცნობილი არ არის”, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები