“გამანახევრა ამ ამბავმა, გული მწყდება რომელია", - ზურა ყიფშიძის ემოციური განცხადება

08-05-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ რამდენიმე კვირის წინ გადაცემაში „იმედის დღე“ მამასთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე ერთი წელია, რაც მამასთან კომუნიკაცია არ აქვს.

შვილთან უთანხმოებაზე ზურა ყიფშიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა და მომხდარს „რაღაც გაუგებრობა“ უწოდა.

– გიორგი ამჟამად საქართველოში არ არის, ხომ?

– ბიშკეკშია სამკურნალოდ, მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს იღებენ იმ უბედურებაზე (დამოკიდებულებაზე), თან მონაწილეობს… სამწუხაროდ, ერთი წელია მასთან ურთიერთობა არა მაქვს.

– რა მოხდა თქვენ შორის?

– არაფერი, რაღაც გაუგებრობა მოხდა­ და ვერ მიხვდა ადამიანი, დედასა და მამას პატივი ეციო… ამით იწყება ყველაფერი, ხომ? რაღაცას რომ აწყენინებ, მერე ბოდიშის მოხდაც უნდა შეგეძლოს… მერე დათმობაზე წავედი, მაგრამ იქიდან ვერაფერი ვიგრძენი, ამიტომ დღეს ასეა.

– კამათი ყველა მშობელსა და შვილს მოსვლია, თქვენს შემთხვევაში რა საკითხზე იყო?

– მისი ცხოვრების სტილზე, ცოლების ცვლაზე. მე ეს არასწორი მგონია და ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მოეპყრა სიყვარულსაც, ბავშვების შექმნასაც და როცა ვერ გავუგეთ ერთმანეთს, დავეჯახეთ. ამასობაში კი ერთი წელი გავიდა.


– ერთმანეთს ხომ ხვდებით, ერთ სახლში ცხოვრობთ, ერთ თეატრში მუშაობთ, სპექტაკლებში, მაგალითად, „მეფე ლირში” ორივე მონაწილეობთ…

– ჰო, ესეც ნონსენსია, ერთ სახლში ვცხოვრობთ და ურთიერთობა არა გვაქვს, ეს მიეცი, ის გამოართვი, ეს უთხარი და ა.შ. პირდაპირი კონტაქტი არა გვაქვს. ეს როგორ ხდება, არ ვიცი, მაგრამ ხდება…

– გული გწყდებათ, რომ ასე მოხდა?

– რა თქმა უნდა, ძალიან. გამანახევრა ამ ამბავმა. გული მწყდება რომელია…

– იმედია, ისიც დათმობს და თქვენც…

– შეიძლება ჩემი შეცდომაცაა, მაგრამ ხომ ვამბობ, დათმობაზეც წავედი, კონტაქტშიც შევედი, როდემდე შეიძლება ასე ვიყოთ, ხომ? თუ ჰგონია, ამდენად მართალია, არ ვიცი… როგორც ამბობს, ცუდად ვიყავი და შენ ეს არ გაითვალისწინე, მეცი, რაღაცები მითხარი და მეც გითხარიო… ახლობელ ადამიანს, ადრე თუ გვიან, ყველაფერს ვაპატიებ, სხვანაირად არ შემიძლია. ეტყობა, ის სხვაგვარად ფიქრობს, არ ვიცი.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები