გაფრთხილება! - არ უპასუხოთ შეკითხვებს, არ მიაწოდოთ მონაცემები, არ გადარეკოთ უკან - არსებობს დიდი თანხების ჩამოჭრის საფრთხე

08-05-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში უცხო ნომრების შესახებ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"უცხოეთიდან შემომავალი ზარების შესახებ‼️

‼️ შემომავალი სატელეფონო ზარით ტელეფონში არსებული ინფრომაციის მოხსნის ალბათობა მინიმალურია. სრულიად იმიტომ არ გამოვრიცხავ, რომ კიბერში გამორიცხული არაფერია, თუმცა საყოფაცხოვრებო დონეზე ეს შეუძლებელია. "ერთხელ მერკელს სიაიეიმ დანიის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გავლით" შეიძლება, მაგრამ არა ჩვენ დონეზე

‼️ფრთხილად,‼️ ამგვარი ზარისას ინფორმაცია თქვენ არ უნდა გასცეთ: არ უპასუხოთ შეკითხვებს, არ მიაწოდოთ მონაცემები, არ გადარეკოთ უკან - არსებობს დიდი თანხების ჩამოჭრის საფრთხე.

‼️არ დაგავიწყდეთ‼️ დღეს ინფორმაციად განიხილება ასევე თქვენი ხმა, რომლის ჩაწერასაც შეიძლება ემსახურებოდეს ეს ზარი და შემდგომ, ამ ხმით ფეიკ შეთქმულების ორგანიზების საუბარი ან ლანძღვა-გინების ან სექსუალური კონტენტის ფაბრიკაცია მოახდინონ დისკრედიტაციის მიზნით. საუკეთესოა, თუ არ უპასუხებთ ზარს ან გინებაზე მაინც არ უპასუხებთ გინებით.‼️

‼️მნიშვნელოვანია და არ აგერიოთ: ‼️სატელეფონოსგან განსხვავებით, აპლიკაციაში (ვაიბერი, ვათსაპი, ცუმ ბაიშპილ.) განხორციელებული უცხო ზარები არ არის უსაფრთხო‼️ ამ დროს ინფრომაციის მოპარვა ან ტელეფონის დავირუსება შესაძლებელია, ტექნოლოგიურად სხვა ზარია და ამიტომ. ვათსაპში ამგვარი შემთხვევები ცნობილია, ძალიან ცნობილიც კი , პეგასუსი, მაგალითად. ეს ხვრელი ამჟამად ამოქოლილია, მაგრამ რადგან ასეთი პრეცედენტი იყო, არ უპასუხოთ უცხო ზარს აპლიკაციებში.‼️

‼️ ზარზე გაცილებით სახიფათოა სმს, ის შეიძლება შეიცავდეს მალვეარს, ვირუსს, ‼️ მითუმეტეს, თუ ის გვთავაზობს ბმულზე გადასვლას ან რაიმე ფაილის ჩამოტვირთვას - აქ მაღალია ალბათობა იმისა, რომ მოქმედების (ბმულზე გადასვლა, ჩამოტვირთვა, ფაილის გახსნა) განხორციელების შემთხვევაში დამნაშავემ წვდომა მიიღოს თქვენს ტელეფონში არსებულ ინფორმაციაზე, პაროლებზე, მიმოწერაზე და სხვა."


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები