მეხის გავარდნა იყო - ზურაბ ბერიკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება

07-05-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

პროგნოზი სახარბიელო არ არის. ჩვენ, ალბათ, ის ზურიკო ვეღარ დაგვიბრუნდება, მაგრამ გვაქვს იმედი, ღვთის წყალობით" - ამის შესახებ მანანა ბერიკაშვილმა ჟურნალ "სარკეს" ძმის ჯანმრთელობაზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, ზურა ბერიკაშვილს გული არ აწუხებდა და არც რაიმე სანერვიულო ჰქონია.

"ზურიკოს მართლაც რომ ჭიანჭველისთვის არ დაუდგამს ფეხი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო ბერიკაშვილია, ყველაზე მაგარი მთელ ჩვენს მოდგმაში. ალბათ, არ გაგვწირავს ღმერთი და ყველაფერი კარგად და ისე იქნება, როგორც საჭიროა.

გული არ აწუხებდა და არც რაიმე სანერვიულო ჰქონია. არც რაიმე წინაპირობა არსებობდა, რომ ასეთი რამ დაემართებოდა, მეხის გავარდნა იყო ეს ყველაფერი ჩვენთვის.

სპექტაკლზე იყო იმ დღეს… საერთოდ უთქმელია, შეიძლება თავს კარგად ვერ გრძნობდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. წუწუნა არ იყო და არც თავის დაავადებაზე დაუჩივლია ოდესმე, ცხოვრობდა, როგორც ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ადამიანი…" - ამბობს მანანა ბერიკაშვილი.

ცნობისთვის, ზურა ბე­რი­კაშ­ვილს რამდენიმე თვის წინ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა - მას გული გა­უ­ჩერ­და. მანანა ბერიკაშვილის ინფორმაციით, 15-20 წუთის განმავლობაში გული გაჩერებული იყო, რამაც ძალიან დიდი პრობლემები გამოიწვია. ზურა ბერიკაშვილი გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, ახლა კი ისევ საქართველოში დააბრუნეს, სადაც მკურნალობას განაგრძობს.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები