"დამიბარეს, მითხრეს, სამსახური ან პოლიტიკაო, საკადრისი პასუხი გავეცი", - რას წერს საჯარო მოხელე

03-05-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

რუსულ კანონთან დაკავშირებით არა მხოლოდ ჩვეულებრივ საზოგადოებაში, არამედ საჯარო მოხელეებშიც დიდი საპროტესტო ტალღაა. 

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მათგანი, პავლე ნიავაძე წერს, რომ ამ საკითხის გამო სამსახურის დატოვება მოუწია:

"სამსახურიდან წამოვედი(სახელმწიფო იყო, სიპი). რა იგულისხმება წამოვედიში? ჩემი დეპარტამენტის უფროსი (გ.ა) მეძახის და მეუბნება: გუშინ იმედზე გნახე აქციაზე და ცოტა ნორმალურად მოიქეციო, რომ დაურეკეს და უთხრეს რომ გავეფრთხილებინე. მე ვპასუხობ რომ არანორმალურს რას ხედავს ჩემს საქციელში, რომ ვიყავი აქციებზე და ისევ ვიქნები სანამ ამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ. კიდევ რაღაც სისულელეები მელაპარაკა და მეც რომ არ დავუთმე არაფერი, ბოლოს მეუბნება: "აირჩიე ან პოლიტიკა ან სამსახური". ვინც მიცნობთ კი იცით რომ საკადრისს პასუხს გავცემდი.

აი ეს არის დღევანდელი რეალობა. ასე დაშინებით, მოსყიდვით, სამსახურიდან გაგიშვებ მუქარით და ამდაგვარი ხერხებით ცდილობს ეს მთავრობა შეინარჩუნოს ძალაუფლება (ისევე როგორც პუტინი შვება რუსეთში).

სწორედ ამას ვებრძვით ჩვენ. აღარ გვინდა ესეთი რეალობა.  ჩვენ ვართ ევროპელები და ამიტომ გვინდა ევროკავშირში, ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა.

პ.ს. თუ ვინმეს გაინტერესებთ თუ რატომ არის ეს კანონი რუსული, მომწერეთ ან კომენტარებში იკითხეთ და დეტალურად აგიხსნით. თუ ჩემი არ გჯერათ, შემიძლია ქართველი ან უცხოელი ექსპერტების ვიდეოებიც ჩაგიყაროთ."


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები