"ასე გეწყინათ ამ სიმღერის ნაცების საუნდრეკად გახდომის საშუალება რომ არ მივეცი?", - ირმა სოხაძე ლევან ბერძენიშვილს

27-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

"ზღაპრის ბოლო კეთილია" ქართული საზოგადოებისთვის თვეების განმავლობაში ერთ-ერთ საყვარელ სიმღერად იქცა. სწორედ ამ სიმღერას სკანდირებდნენ ქართველი გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლისას.

ამის შემდეგ "გაიღიმე" რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების სიმბოლოდაც იქცა, რასაც ლევან ბერძენიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ახალგაზრდობას შეუძლია ისეთი შტერული სიმღერაც კი საქართველოს ჰიმნად აქციოს".

აღნიშნულს ტექსტის ავტორი, ირმა სოხაძე გამოეხმაურა და ბერძენიშვილი მწვავედ გააკრიტიკა:

"ახალგაზრდობას შეუძლია იმღეროს შტერული სიმღერა და აქციოს საქართველოს ჰიმნად!"

    დიახ, ბატონო ლევან!

"ირმა სოხაძის ტექსტზეც კი!"

    დიახ, ბატონო ლევან!

    ეს თქვენ თქვით, მე არ  მითქვამს!

    ასე გეწყინათ, ამ "შტერული" სიმღერის, კერძოდ კი სიტყვების "ზღაპრის ბოლო კეთილია" - ნაცებს საუნდტრეკად და სლოგანად გამოყენების უფლება რომ არ მივეცი?!  არ მეგონა, ეს ფაქტი ასე თუ გაგამწარებდათ🥱 ისე, ხალხს და მით უფრო, ახალგაზრდებს, არაფერი ეშლებათ, ბატონო ლევან!👍🤪", - წერს ის.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები