ვინ არის ქართველი ცოლ-ქმარი, რომელმაც ევროპის ბიბლიოთეკებიდან 2,5 მილიონი ევროს წიგნები მოიპარა - უნიკალური გამოცემების ძარცვის დეტალები

26-04-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

მათე ცირეკიძე და ანა გოგოლაძე ორ სავარაუდო თანამზრახველთან ერთად უკვე წინასწარ პატიმრობაში არიან.

ცოლ-ქმარი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებიდან უნიკალური წიგნების ქურდობაშია მხილებული. ამავე ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ბექა ცირეკიძე ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ძარცვის ბრალდებით ესტონეთშია დაკავებული.

მიუნხენი, ჟენევა, პარიზი, ლიონი, რიგა, ვილნიუსი, ვარშავა - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ქართულმა დაჯგუფებამ უნიკალური წიგნების დედნები ყალბი ასლებით შეცვალა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებისთვის მიყენებული ზარალი 2,5 მილიონ ევროს აღწევს.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები