„დარიჩინის ფხვნილი დაიყარეთ მარჯვენა ხელის გულზე...“ - გოგა მანია ფინანსური კეთილდღეობის რიტუალებს გვიზიარებს
ეზოთერიკოსმა გოგა მანიამ ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში მკითხველს ფინანსური კეთილდღეობის რიტუალი გაუზიარა:
"ძალიან კარგია, თვის პირველ და თხუთმეტ რიცხვში, ანუ თვეში ორჯერ, დარიჩინის ფხვნილი დაიყაროთ მარჯვენა ხელის გულზე, დადგეთ კარის ზღურბლზე და სულის შებერვით ფხვნილი სახლში შეაფრქვიოთ. მანამდე კი, აუცილებლად, ხელებიდან მარილის დახმარებით უნდა ჩამოირეცხოთ უარყოფითი ენერგია – დაიყარეთ ხელის გულზე მარილი, შეიზილეთ და შემდეგ გამდინარე წყლით ჩამოიბანეთ.
დარიჩინი ცეცხლის ენერგიის მქონეა და მას ფინანსური კეთილდღეობა მოაქვს, მარილი კი ნეგატივს გაცილებთ. ეს რიტუალი დიდი ფინანსური კეთილდღეობის მომტანია. ეს თავად გამომიცდია საკუთარ თავზე.
ფინანსური ენერგიებისთვის, ასევე, ძალიან კარგია მზის ჩასვლისას, დარიჩინის ჩხირის დაწვა – მოუკიდეთ მას ცეცხლი და შემოატარეთ ოთახის კუთხეებში. ხშირად ამბობენ, არ არის კარგი დაფნის ფოთლის დაწვაო. მე კი გეტყვით რომ, მისი დაწვით შეგიძლიათ, სურვილები აისრულოთ. თუ სურვილების ასრულება და მიზნის მიღწევა გსურთ, დააწერეთ დაფნის ფოთოლს სურვილი, დაწვით სახლში და ფერფლი აივნიდან ან ფანჯრიდან ქარს გაატანეთ", - განაცხადა გოგა მანიამ.