სააკაშვილი ლიზა იასკოს დაშორდა - რა ინფორმაცია ვრცელდება ყოფილ პრეზიდენტზე

25-04-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში, მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით წერს და განმარტავს, რომ მისი აწმყოც და მომავალიც, მხოლოდ სოფო ნიჟარაძეს უკავშირდება.

,,ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც, მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, სააკაშვილთან უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს რომანის შესახებ ინფორმაცია 2020 წლის შემოდგომაზე გავრცელდა. ისინი დიდხანს მალავდნენ ამ ამბავს, თუმცა, წყვილმა ურთიერთობა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაასაჯაროვა.

გასული წლის თებერვალში კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიზა იასკომ სააკაშვილთან ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები