„2005 წელია. “იმედში” ვმუშაობთ…”აქციაზე ხალხის რაოდენობას აყალბებენ”-ზე გამახსენდება ხოლმე“ – რას წერს ნიკა ქავთარაძე

21-04-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

მსახიობი, იუმორისტი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში იხსენებს:

„2005 წელია.

“იმედში” ვმუშაობთ.

დილის გადაცემაში ვარ ჩართვაზე.

ბუფეტში ყავას ვსვამ.

საეთეროდან ეძახიან გადაცემის პროდუსერს( ისიც ბუფეტში იყო თავისთავად) – ამინდზე რა ვქნათ, რამდენი გრადუსი დავწეროთ ?( მაშინ არ იყო ახლანდელივით ტექნოლოგიები)

– “რუსთავი2”-ზე რამდენი უწერიათ? -ასძახა ამან.

– მინუს ერთი.

– პლიუს ერთი დაწერე შენ!

(“აქციაზე ხალხის რაოდენობას აყალბებენ”-ზე გამახსენდება ხოლმე)“


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები