ლიფტში გოგომ უი როგორ მიყვარხარ იმდენს გიმესიჯებდიო... ისე მომაჯდა წინიდან და მერე ყელში ისე ვნებიანად მაკოცა...

21-04-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ბლოგერი და პრაიმ ჰაუსის გამარჯვებული გურამ სეროზია მომხმარებლებს პოსტს უძღვნის და წერს, რომ ნურავის მოერიდება მასთან მისვლა, სურათის გადაღება და ჩახუტება, რადგან ამაზე უარს არასოდეს ამბობს.

"წინა კვირაში ვიღაცამ დამიწერა: წეღან ჩამიარეთ, ისე მინდოდა ჩახუტება და ვერ გავბედეო. მეთქი რას ამბობთ, მოდით ხოლმე, გამიღიმეთ და ჩახუტებაც ძალიან მიყვარსმეთქი...

ჰოდა, გუშინწინ ლიფტში გოგომ - უიი როგორ მიყვარხარ, იმდენს გიმესიჯებდიო. ჯერ სელფის გადაღებისას ისე მომაჯდა წინიდან და მერე ყელში ისე ვნებიანად მაკოცა და ცხელი სუნთქვითაც მიმაბუგა, რომ ახლაც ვეღარ გამოვდივარ შოკიდან.

არ მოგერიდოთ, გამიღიმეთ და ჩამეხუტეთთქო, ის კი არ მიგულისხმია - სადაც მნახავთ იქვე ჩამატ*ანითმეთქი, რავიცი ))) ახლა მთლად ნატურით ნუ ამოიღებთ ყველა გახარჯულ სმს-ს...

P.s. ულვაში კი მოვუშვი, მაგრამ მართლა ატეხილი მუსტაფა კი არ ვარ, es iyo xumrobaaa ..."


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები