"მაგას შემოვევლე, ზურა არ უნდა წასულიყო საცხოვრებლად ისრაელში..." - რას ამბობდა თემურ წიკლაური უკანასკნელ ინტერვიუში ზურაბ დოიჯაშვილზე
ქართველებისთვის საყვარელი ორი მომღერალი ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალა. ჯერ თემურ წიკლაური იმსხვერპლა კორონავირუსმა, ხოლო შემდეგ ზურა დოიჯაშვილმა ვეღარ გაუძლო მძიმე სენთან დიდი ხნის ბრძოლას. ქართველი მსმენელი დიდი მწუხარბით ემშვიდობება ორივე მათგანს.
ზურა დოიჯაშვილმა სამშობლო რამდენიმე წლის წინ ოჯახთან ერთად დატოვა. ბინის დაკარგვისა და ფინანსური პრობლემების გამო სამუშაოდ ისრაელში წავიდა. მალე მოქალაქეობაც მიიღო, მაგრამ აპრილში მისი მდგომარეობა დამძიმდა...
2020 წლის ივლისში, თემურ წიკლაური "ამბებთან" მიცემულ უკანასნკელ ინტერვიუში ზურა დოიჯაშვილზე საუბრობდა:
"ზურა, მაგას შემოვევლე, არ უნდა წასულიყო საცხოვრებლად ისრაელში. 80 ქვეყანამდე მაქვს მოვლილი და იცით რა ძნელია, ერთ კვირაში იწყება ნოსტალგია, რაც მარტო ქართველს გააჩნია. ეს ქართველი კაცის გენეტიკური კოდი და დაავადებაა. ვენესუელაში ვიყავი 1974 წელს და იქ შევხვდი ორ ქართველს - ექიმ გიორგაძეს და ფიზიკოს თორაძეს, ომის დროს წასულები იყვნენ. ვერ წარმოიდგნეთ რა დღეში იყვნენ, ერთი ამოსუნთქვა უნდოდათ საქართველოში. ცა დაგვანახაო - მართლა სხვა ცა გვაქვს, სხვა წყალი და ტყე, ალბათ ქათამი და ძაღლიც სხვა...“ - აღნიშნავდა თემურ წიკლაური.
მეგობრები და ცნობილი კოლეგ