"მხოლოდ ვნებასა და "მუცელში პეპლებზე" აწყობილი ურთიერთობა არ ამართლებს და აი, რატომ"

18-04-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ფიტნეს-ინსტრუქტორის - ნინი ონიანი:

საერთოდ, სიყვარულზე წარმოდგენა შემეცვალა. მიმაჩნია, რომ ადამიანი ზუსტად ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის. თუკი თუნდაც, მის ლექსიკონში სიტყვების გამოსწორებას ცდილობ, ეს უკვე რაღაც სხვაა - ადამიანის ისეთად დანახვას ცდილობ, როგორიც თავად გინდა. ილუზიებს ვიქმნით, მერე კი გული გვტკივა. ბოლო რამდენიმე წელია, ვამბობ, - ჩემი საყვარელი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ჩემი ახლო მეგობარი უნდა იყოს-მეთქი. ვნება ძალიან კარგია - ამის გარეშე მოსაწყენია, მაგრამ დროთა განმავლობაში ნელდება და ადამიანებს არაფერი რჩებათ. მერე "მოდის" იმედგაცრუება, აგრესია... ამიტომ სანამ "საყვარელ ადამიანს" დავარქმევთ, ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის და მასთან ვიმეგობროთ. მხოლოდ ვნებასა და "მუცელში პეპლებზე" აწყობილი ურთიერთობა არ ამართლებს...

წყარო: ჟურნალი გზა, ავტორი ეთო ყორღანაშვილი 


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები