"საქართველოს შვილი რომ ხარ, უფრო მეტი უნდა აკეთო", - რას წერს გიორგი კეკელიძე

17-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

მმართველი პარტიის მხრიდან უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის კანონპროექტის თაობაზე ქვეყანაში დიდი პროტესტია. საქართველოს ევროპულ მომავალს მხარი დაუჭირეს ცნობილმა სპორტსმენებმაც - ილია თოფურიამ, შოთა არველაძემ, ბუდუ ზივზივაძემ, ჯაბა კანკავამ და ა.შ.

აღნიშნულის თაობაზე ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

"და ერთიც: ხომ არის ხოლმე, რაღაც უცნაური, შეგუებული მიდგომა: სპორტსმენია და ბურთი აგოროს, ან მუშტი მოიქნიოს - მეტი არ ევალება და სხვანი. არა, ისეთი ქვეყნის შვილმა, როგორიც საქართველოა, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს.

ილაპარაკეთ თამამად და ხშირად. ხომ გსმენიათ ასეთი გამოთქმა, უფრო მოანდაზო კონსტრუქცია, ბარემ არაერთ ჩემს კარგ ნაცნობს რომ მიესადაგება: ,,პავლეს რა უჭირს, ჭკვიანია, ხმას არ იღებს და არის კარგად."  ყალბი ლოგიკაა ეგ, მავნე და ჭაობისმოყვარულთა. რადგან, თუ ხმას არ იღებ - ან ჭკვიანი არ ხარ და ან კარგად ვერ იქნები", - წერს კეკელიძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები