ზუკა ხუციშვილი მალე ვაჟის მამა გახდება – „ისედაც ყველამ უსიტყვოდ ვიცოდით, რა სახელს დავარქმევდით…“

16-04-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ზუკა ხუციშვილი და მისი მეუღლე შვილს ელოდებიან. წყვილმა უკვე სქესიც იცის და ისიც, რას დაარქმევს პატარას. ამის შესახებ მან ჟურნალ „თბილისელებს“ გაუმხილა. ინტერვიუდან ამონარიდს გთავაზობთ.

ზუკა ხუციშვილი:

„სახელზე აღარ ვფიქრობთ. ბიჭია და გიოს დავარქმევთ. სამწუხაროდ, ის მის დაბადებას ვერ მოესწრო. მიუხედავად იმისა, რომ შვილიშვილები ჰყავს ჩემი დისგან, სულ განვიცდიდით, რომ ვერ მოვასწარით, გაგვეხარებინა. ჩვენი ქორწილის მერე მალე წავიდა ჩვენგან. თუმცა მე მჯერა, რომ ადამიანები ყველაფერს ხედავენ იქიდან, სადაც არიან. მგონია, რომ ახლაც იცის და უხარია ჩვენი ბედნიერება. ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ვგრძნობ, რომ სადაც არის, იქიდან გვმფარველობს და გვერდით გვიდგას. რომ გავიგეთ, ბიჭს ველოდით, არც შევთანხმებულვართ, ისედაც ყველამ უსიტყვოდ ვიცოდით, რა სახელს დავარქმევდით. გიო მართლა განსაკუთრებული ადამიანი იყო, სიყვარულის მეტი არაფერი უკეთებია. იმედია, ჩვენი შვილიც ასეთი იქნება და ცხოვრების განმავლობაში ბევრ სიყვარულს დასთესს…“


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები