"ცოტა ტ*აკის მიმცემი სტატუსი კია, მაგრამ ამას ყველაფერი სჯობს", - რას წერს დათო ლიკლიკაძე
დღეს გამთენიისას ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე სერიოზული სარაკეტო თავდასხმები განახორციელა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დათო ლიკლიკაძემ საკუთარი აზრი გამოხატა:
"ისრაელის ადგილზე არანაირ საპასუხო დარტყმას არ განვახორციელებდი ირანის წინააღმდეგ, რადგან თავად ირანი ამბობს რომ ეს იყო პასუხი დამასკოში რაც შეგვაჯვითო და ამის მერე გავჩერდები თუ ისრაელი არ დაიწყებს ომსო. ამასთან ისრაელი ამ ამბავში გამარჯვებულად უნდა მივიჩნიოთ, რადგან მოიგერია ეს თავდასხმა და იმ რკინის გუმბათით უკან შეტენა ირანს თავის დრონები და რაკეტები.
იქნება უთარგმნოთ ეს პოსტი ნეთანიაჰუს, ან იმ ომის კაცს, ბრიფინგებს რომ მართავს ყოველდღე ისრაელიდან. ჩვენ არ ვთვლით, რომ ირანი გამარჯვებულია ამ ამბავში. არ გაგეცინოთ, მგონია რომ ახლა ომი თუ დაიწყო, სუფთა თავმოყვარეობის გამო დაიწყება ისრაელის მხრიდან.
აუ ამ თავმოყვარეობის გამო არ წამოიწყოთ რაა ისევ ომი.
P.S. ცოტა ტ@აკის მიმცემი სტატუსი კია, მარა ომს ყველაფერი სჯობს. 21-ე საუკუნეა ხალხო!", - წერს ის.