"კლინიკის მენეჯმენტისგან ასეთი გაფრთხილება მივიღეთ", - რას ამბობს ქართველი ემიგრანტი ისრაელიდან

14-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

დღეს გამთენიისას ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე სერიოზული სარაკეტო თავდასხმები განახორციელა. 

ისრაელში მყოფი ქართველი ემიგრანტი ტელეკომპანია იმედის ეთერში იქ არსებულ სიტუაციაზე საუბრობს:

"ჩვენთვის მოლოდინის რეჟიმი ძალიან რთულია. ამ ეტაპზე სახლში ვარ, თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვიძახონ. ბოლო 5 დღეა კლინიკის მენეჯმენტმა გაგვაფრთხილა, რომ სრულ მზადყოფნაში ვიყოთ ნებისმიერ დროს გამოსაძახებლად.

კლინიკაში თანამშრომლებს ვესაუბრე და ყველაფერი სტაბილურადაა. შევნიშნე რამდენიმე ვერტმფრენი, პერიმეტრს დრონები აკონტროლებენ", - განაცხადა დიანა გოგბერაშვილმა.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები