რაჭველმა ემიგრანტმა გადაწყვიტა სიკეთის გაკეთება, გადმომირიცხა თანხა და მთხოვა პური უფასოდ გამეცა“- რას წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში

14-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე სასიამოვნო ინფორმაციას გვიზიარებს - მისი თქმით, რაჭის ერთ-ერთ მაღაზიაში დღეს პური უფასოდ გაიყიდა:

„კოლია გავაშელის მაღაზიაში დღეს პური უფასოა

რაჭველმა ემიგრანტმა გადაწყვიტა სიკეთის გაკეთება, გადმომირიცხა თანხა და მთხოვა პური უფასოდ გამეცა (ასევე ვინაობის გამხელა არ ისურვა).

ღვთისნიერო და სამაგალითო ადამიანო უფალმა შეგიწიროს კეთილი საქმე“, – წერს გულო რაზმაძე.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები