ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს - როდიდან დათბება დიდი ხნით

13-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ამინდის პროგნოზს ავრცელებს და ამბობს, რომ უახლოეს დღეებში დიდი ხნით გამოიდარებს:

"მზიან ამინდს ვრცელი განმარტება არ სჭირდება და ამიტომ მოკლედ გეტყვით... 

ხვალ საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ორშაბათს შუადღიდან კი ყველგან გამოიდარებს.

სამშაბათიდან ჩამოყალიბდება მყარი ანტიციკლონური მდგომარეობა,  რომლის გავლენითაც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მზიანი დღეები გვექნება ხანგძლივი პერიოდით. ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +30 გრადუსამდე მოიმატებს.

აპრილის - ზაფხული, ასეც შეიძლება შეფასდეს მომდევნო კვირის ბოლო... 🌞🌞🌞

გისურვებთ ერთმანეთის სიყვარულს და მშვიდობას, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას ❤", - წერს ის.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები