"ქართველი ქალი იმდენად განვითარდა და წინ წავიდა, რომ ქართველი კაცი ვეღარ ეწევა" - ლიზა ვადაჭკორია
რა ხდება ჩვენს თავს? - რატომ იქცა ჩვენი მშვენიერი ქვეყანა ქალთა სასაკლაოდ? - ამის თაობაზე „კვირის პალიტრას“ ტელეწამყვანი ლიზა ვადაჭკორია ესაუბრება:
- ამ საკითხზე მე ჩემი მოსაზრება მაქვს: ქართველი ქალი იმდენად განვითარდა და წინ წავიდა, რომ ქართველი კაცი ვეღარ ეწევა. ქალებმა შეძლეს თავი გამოეჩინათ ისეთ სფეროებში, სადაც ადრე წამყვანი პოზიციები მამაკაცებს ეკავათ, მათ შეძლეს კარიერული წინსვლა და, ამავდროულად, საკუთარი უფლებების და თავისუფლების დაცვა - მოკლედ, ქართველმა ქალმა იმ დონეს მიაღწია, რაც აზიური ქვეყნებისთვის და აზიური მენტალიტეტისთვის უცხოა. გადავხედოთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ან შუა აზიას - ქართველი ქალი ამ ქვეყნების მკვიდრებს არა ჰგავს, ის უფრო ევროპელი ქალია, რომელსაც აზიური მენტალიტეტი არ მოსწონს. ცუდია, რომ ზოგიერთი მამაკაცი ამას ვერ აცნობიერებს.
წყარო: kvirispalitra