„ხველება ამიტყდა, რის გამოც ექიმთან მივედი…“ – ტრისტან სარალიძე მძიმე სენს ებრძვის

13-04-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ყველასათვის საყვარელი მსახიობი ტრისტან სარალიძე მძიმე სენს ებრძვის. ექიმებმა მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობის პირველი ეტაპი თურქეთში გაიარა.

„ცუდად ვარ, სტამბოლში ვიყავი და ქიმიას ვიკეთებ. ხველება ამიტყდა, რის გამოც ექიმთან მივედი, „კატე“ გადამიღეს და მარჯვენა ფილტვის გასაყარზე აღმომაჩნდა სიმსივნე… ამის შემდეგ წავედი სტამბოლში, „ანადოლუს“ კლინიკაში და ქიმია დამინიშნეს. ერთი გადასხმა დამრჩა, შემდეგ ისევ ჩავალ კონტროლზე და გავიგებ, როგორ მიდის მკურნალობა…“ – განუცხადა „პრაიმტაიმს“ მსახიობმა.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები