“საიდან ამხელა შემოსავალი, არ მუშაობ, არაფერი” – ნახეთ რას პასუხობს ბათუმელი მოდელი მარიამ შუკაკიძე გამომწერს

12-04-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ცნობილმა ბათუმელმა ინფლუენსერმა, სამი შვილის დედამ მარიამ შუკაკიძემ ზაფხულის დასაწყისში ორი ოპერაცია გაიკეთა – მუცლისა და მკერდის ფორმის აღდგენითი ოპერაციები, რომლებიც, მისი თქმით, დასჭირდა სამი საკეისროს შემდეგ. ოპერაციების შემდეგ კლინიკიდან ფოტოებიც გამოაქვეყნა, ხოლო ოფიციალური ფოტოსესია სულ ცოტა ხნის წინ მოაწყო, გაახლებული გარეგნობით და გამომწერების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც კომპლიმენტებით ავსებენ და ერთი იმასაც ურჩევს, რომ მის სამყაროზე მიიღოს მონაწილეობა.

მარიამი ამბობს, რომ მუცლის კუნთები აღყდგინეს, რომლებიც მოდუნებული იყო 3 ბავშვზე ორსულობა-მშობიარობის შემდეგ. ასევე აღიდგინა მკერდის ფორმა. ამბობს, რომ კმაყოფილია ოპერაციების და შედეგების.

როგორც ცნობილია, მისი მეუღლე კაპიტანია და გამომწერების შეკითხვას, უჭირს თუ არა მასთან დიდი ხნით განშორება, მარიამი ასე პასუხობს:

“ადრე უფრო რთული იყო. ახლა უმეტესად აქ აქვს საქმე და აღარ დადის ისე ხშირად. ამიტომ ყველაფერი უკეთესად არის”.



Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები