მოვიდა ტაქსი... ჩავჯექით... წავედით... მძღოლს წარბიც არ შეუხრია ისე გააჩერა მანქანა... სასაცილოა თუ სატირალი ვერ ვხვდები

10-04-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაზე დღევანდელი შემთხვევის სესახებ გვიყვება. როგორც ის ამბობს მან ტაქსი გამოიძახა და სემტხვევით დანისნულების ადგილად ის ადგილი მიუთითა საიდანაც მიდიოდა, ტაქსმა კი ყიფშიძის ქუჩას ერთი წრე დაარტყა და ისევ იმ ადგილას მიიყვანა.

" ტაქსის გამოძახებისას, დანიშნულების ადგილის ველში, იგივე მისამართი ჩავწერე რა მისამართზეც ვიყავი.

შემეშალა...

მოვიდა ტაქსი, ჩავჯექი, წავედით და რაა? იგივე მისამართზე მომიყვანა. 

საპატიო წრე დავარტყით ყიფშიძეს და მოვედით ....

მძღოლს წარბიც არ შეუხრია ისე გააჩერა მანქანა ისევ იქ, სადაც ჩავჯექი!!!!!!!!!

ასეო ისეო , ნუ მე რავიციო, ისეთი უცნაური ხალხი დადისო როოოოოო, არც ეს გამიკვირდაოო 

4,40 თეთრად იგივე ადგილზე მივყავდი და სახლში მისვლა 8,90 დამიჯდა...

სასაცილოა თუ სატირალი ვერ ვხდები?"


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები