"თუ ძაღლმა დაგგლიჯა- მაინც შენი ბრალია..თუ მამაკაცი შეგეხო- 2-5 წლამდე"-რაზე წუხს ლალი მოროშკინა

07-04-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ფილოლოგი, განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად ბიზნესვუმენი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს, რომ ფემიციდმა და უაზრო ლიბერალურმა კანონებმა დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანა ერი:

"ამისთვის ვიბრძოლეთ 2012-იანელებმა?

ქვეყანა,

სადაც ძაღლის ყეფა-საყვარლობაა,

მამაკაცის ხმამაღალ საუბარზე-

საპყრობილეა!

კარგად ხომ ხართ?

გადაივსო ციხეები!!!გაეცანით:

????თუ ძაღლი გიღრენს-

მოითმინე,

გიყვარდეს უმცროსი მეგობარი.

თუ კაცი გიღრენს-

დააჭერინე!

????თუ ძაღლმა გიკბინა-შენი ბრალია, გვერდი ვერ აუარე?

თუ მამაკაცმა გიყვირა-

სისხლის სამართლის დამნაშავეა.

????თუ ძაღლმა დაგგლიჯა- მაინც შენი ბრალია,

ალბათ გააღიზიანე.

თუ მამაკაცი შეგეხო-

2-5 წლამდე.

თუ მეზობლის ძაღლი არ

გაძინებს,

ყურსასმენის დანიშნულება არ იცი?

თუ მამაკაცი არ გაძინებს-

კასტრირებას დაუქვემდებარე!

ძაღლებს ადვოკატები მრავლად ყავს, აი ფემიციდმა და უაზრო კანონებმა ჩვენი ბიჭები ტყვეებად აქცია.

ასე ისპობოდა ერი...

P.S.გადახედეთ კანონს, ისედაც დემოგრაფიული ვარდნაა!

ჯკუასუსტებისთვის- პოსტი ძაღლებზე არაა!"


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები