ბათუმში, ახალგაზრდა კაცი ვირუსით გარდაიცვალა - რა აწუხებდა მას

02-04-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ბათუმში, ახალგაზრდა კაცი ვირუსით გარდაიცვალა. იგი პნევმონიის მძიმე ფორმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კლინიკა ბაუდან, გუშინ, დილით გადაიყვანეს. ჰოსპიტალში შეყვანიდან რამდენიმე საათში კი მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

33 წლის კაცი, სავარაუდოდ, ღორის გრიპით იყო ინფიცირებული. ინფორმაციას H1N1-ის შესახებ არ ადასტურებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ვირუსი იყო, თუმცა ანალიზები კვლევაზეა გაგზავნილი და პროცესი გარკვეულ დროს საჭიროებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები