ისე ფეხბურთს რომ თავი გავანებოთ ასე აქვითინებული გულშემატკივარი კაცები გულის ამრევია ცოტა, როდესაც პარალელურად... - რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი

29-03-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ ცქიფურიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების გამარჯვებას ეხმაურება:

ისე ფეხბურთს რომ თავი გავანებოთ ასე აქვითინებული გულშემატკივარი კაცები გულის ამრევია ცოტა, როდესაც პარალელურად ასეთი ქვითინისა, ერთი ცრემლი არ მოსდით ხოლმე ქალებს რომ დედას ტირობენ, ფსიქოლოგიურად, მორალურად თუ ფიზიკურად რომ ანგრევენ და ანადგურებენ წარბშეუხრელად მაშინ.

ამასთან ერთად ერთ ცრემლს და ემოციას არ გპატიობენ თავად, და შენს ნებისმიერ ცრემლსა თუ განცდებზე სულ რომ სისხლნარევი იყოს, გულგრილი განსჯით გაგიუფასურებენ მას, გეტყვიან რომ ტყუი. თანაგრძნობის ნატამალს ვერ იმეტებენ.

ასე რომ საერთოდ არ მიჩუყდება ამ პათოლოგიაზე გული, მით უფრო სრულიად არ მესაყვარლება. 

მეტიც, ვრწნუნდები მათ უკიდურესად არაადეკვატურად გაღებულ ემოციებში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები