ზურა ხაჩიძე: „ადგილს ვერ ვპოულობ, გულს ბაგაბუგი გაუდის.. ზეციური საქართველოდან გვამხნევებენ"

21-03-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ზურა ხაჩიძე ეხმაურება საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს, რომელიც დღეს, 21 მარტს 21:00 საათზე დაიწყება და თამაშის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

როგორც ზურა ხაჩიძე წერს, ახლა სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ადგილს ვერ ვპოულობ, გულს ბაგაბუგი გაუდის რაც ახლოვდება თამაშის  დღე,ზუსტად ესეა ყველა ვისაც ეს ქვეყანა გულით, სულით და ხორცით გვიყვარს!

მე მჯერა ჩვენი ბიჭების და იმედია მათაც გამჯდარი აქვთ ეს სულის კვეთება.

ზეციური საქართველოდან  გვამხნევებენ ჩვენი ფეხბურთის ლეგენდები და მათი სანუკვარი ოცნებაც უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და დავწეროთ ახალი ისტორია!“, – წერს ზურა ხაჩიძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები