გიორგი მამალაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს - რას წერს თორნიკე მამალაძე

21-03-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ციხიდან ახლად გათავისუფლებულ გიორგი მამალაძეს რეაბილიტაციის პროცესი სჭირდება, თუმცა სამაგისოდ ფინანსები არ აქვს. მისი ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

„მოგეხსენებათ, სტამბულში ვიმყოფებით, სადაც მამა გიორგის კიდურების მოძრაობის აღდგენისთვის რეაბილიტაცია უტარდება. სამწუხაროდ, ასეთი თერაპია საქართველოში არ ტარდება და ყველაზე ახლო და ფინანსურად ხელმისაწვდომი ეს კლინიკა აღმოჩნდა.

ამ ყველაფრის დაწყება ოჯახის ხელთ არსებული რესურსებითა და კეთილი ადამიანების შემწეობით შევძელით. ექიმები იმედს გვაძლევენ. ჩვენ გვეხმიანებიან მეგობრები, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები, მათ შორის ემიგრანტები და გვთხოვენ ანგარიშის ნომერს, რათა საკუთარი ფინანსური წვლილი შეიტანონ მამაოს გამოჯანმრთელების საქმეში. არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება.

ვინაიდან რთულია თითოეულს მივაწოდოთ ჩვენი საბანკო რეკვიზიტები, ამიტომ გადავწყვიტე ამ პოსტში დავწერო ანგარიშის ნომერი. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა შეწევნისთვის, რომელიც მართლაც რომ საჭიროა მამა გიორგის გამოჯანმრთელებისთვის, რადგანაც საჭიროა რეაბილიტაციის გადაუდებელი გაგრძელება, ასევე, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად გააზიაროთ პოსტი, რათა მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ეს ინფორმაცია

საქართველოს ბანკი GE73BG0000000537181325

თბს ბანკი GE98TB7261545061100012

მიმღები: თორნიკე მამალაძე“. – წერს თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები