"ის გოგო ვცემე, ეს იყო ბოლო რამ, რაც დავაშავე", - რას იხსენებს ნუცა ბუზალაძე

19-03-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ნუცა ბუზალაძე რუსთავი 2-ს რუბრიკას "დედასთან" ეწვია და თავის მშობლებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

ბუზალაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად მშობლების დაშორებისა, მას ორივე მშობელთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს:

"პირველ რიგში, დედა ჩემთვის საუკეთესო მეგობარია. მადლიერი ვარ სამყაროსი და ღმერთის, რომ ასეთი ადამიანი არის დედაჩემი.

როდესაც ერთი წლის ვიყავი დედა მამას დაშორდა, მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მიყვარს, უბრალოდ ერთად ვერ იცხოვრეს.

ბავშვობაში ეზოში ერთ ბიჭს ვეპრანჭებოდი, ჩვენს მეზობლად გადმოვიდა გოგო, მასაც მოეწონა და ეს გოგო ვცემე, მაშინ დედა ძალიან გამიბრაზდა, მერე ბოდიში მომახდევინა – ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, მას შემდეგ არაფერი დამიშავებია", - განაცხადა ბუზალაძემ.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები