ლელა წურწუმია: ""ძალიან ცუდი რამ გავაკეთე, ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ, მზად ხართ"

18-03-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ლელა წურწუმია ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და ტელესახეა, რომელიც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. ხშირად ისმის კითხვები, თუ როგორ უვლის თავს ის, თუმცა ამაზე საჯაროდ მომღერალს აქამდე არ უსაუბრია. ამჯერად კი მომღერალი ლელა წურწუმია წონაში კლების საიდუმლოს ამხელს:

„ჩემი გულშემატკივრები, ნაცნობები, უცნობები, აქტიურად კითხულობდნენ ჩემი წონის კლების ამბავს. ვიცი, რომ ძალიან გაინტერესებთ, მე როგორ დავიკელი 15 კილოგრამი. ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ, როგორ ჩავდექი ამ ფორმაში ძალიან სწრაფად. ძალიან ცუდი რაღაც გავაკეთე, ორი თვის განმავლობაში ვიშიმშილე. ამას არავის გირჩევთ, არავინ გააკეთოთ. როგორ ვინარჩუნებ წონას - დილით აუცილებლად მივირთმევ ხილს, 7 საათამდე კი მსუბუქად ვიკვებები, სადილს ვტოვებ. 7 საათის შემდეგ ვცდილობ, არ მივიღო არაფერი".


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები