სასწაული ჩერნობილში - ნაპოვნია ცოცხალი არსებები, რომლებიც კატასტროფის შემდეგ...

17-03-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

მეც­ნი­ე­რებ­მა ჩერ­ნო­ბილ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ბირ­თვუ­ლი კა­ტას­ტრო­ფით არ და­ზა­რალ­დნენ. ესე­ნი არი­ან მიკ­როს­კო­პუ­ლი ჭი­ე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ იცო­ცხლონ მა­ღა­ლი რა­დი­ა­ცი­ის პი­რო­ბებ­შიც კი.

მეც­ნი­ე­რებ­მა ად­გილ­ზე მო­ი­ნა­ხუ­ლეს მა­ღა­ლი რა­დი­ა­ცი­უ­ლი ზონა და შე­აგ­რო­ვეს Oscheius tipulae სა­ხე­ო­ბის მიკ­როს­კო­პუ­ლი ჭი­ე­ბი. კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, ექ­სპერ­ტებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ მი­უ­ხე­და­ვად რა­დი­ა­ცი­ის მა­ღა­ლი დო­ნი­სა. ამ სა­ხე­ო­ბის ჭი­ე­ბის გე­ნო­მი ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი დარ­ჩა ბირ­თვუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის შემ­დე­გაც.

ასე­თი ანა­ლი­ზი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა გა­მოკ­ვლე­ულ იქ­ნეს კა­ტას­ტრო­ფის გავ­ლე­ნა ად­გი­ლობ­რივ პო­პუ­ლა­ცი­ებ­ზე. მკვლევ­რებ­მა დაკ­ვირ­ვე­ბის­თვის აი­ღეს 15 ჭიის გე­ნო­მი ჩერ­ნო­ბი­ლი­დან და ხუთი სხვა ინ­დი­ვი­დი პლა­ნე­ტის სხვა ნა­წი­ლე­ბი­დან.

მეც­ნი­ე­რე­ბი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ასე­თი მდგრა­დო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ხე­ო­ბის თვი­სე­ბა და არა რა­დი­ა­ცი­ის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გი.

მეც­ნი­ე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ აგ­რძე­ლე­ბენ ამ არ­სე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას.

წყარო: ამბები.ჯი


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები