„ღმერთს შევთხოვე ნიშანი მოეცა ჩემთვის...ცაზე შევნიშნე ცისარტყელა“ - რას ჰყვება ივანა მელაი
უკრაინელი მომღერალი ივანა მელაი გადაცემა „სხვა რაკურსის ეთერში“ საკუთარ ცხოვრებაზე, კარიერასა და საქართველოს სიყვარულზე ჰყვება. მისი თქმით, მომღერლის ბაბუა სახელად გიორგი სასულიერო პირი იყო. ივანა მელაი ამბობს, რომ ბაბუა მისი ეტალონი იყო. ასევე აღნიშნავს, რომ ბაბუა მძიმე სენით იყო დაავადებული და არასდროს გაუკრიტიკებია თამამი ჩაცმულობის გამო.
„ხალხმა, არ იცის რა დგას, ლამაზი ქალის მიღმა. შინაგანად, ერთადერთი მოწოდება მაქვს დავრჩე კეთილ ადამიანად და მქონდეს მადლიერების გრძნობა.
მე ვარ მართლმადიდებელი, როგორც ქართველებისა და უკრაინელების უმრავლესობა. ქართველი ხალხი ძალიან მიყვარს.
მახსოვს თებერვლის თვე იდგა გარეთ ცუდი ამინდი იყო ეკლესიაში ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ქართველ ხალხს რამით უნდა დავხმარებოდი.
ღმერთს შევთხოვე ნიშანი მოეცა ჩემთვის და ეკლესიიდან გამოსვლისთანავე ცაზე შევნიშნე ცისარტყელა. ეს იყო სასწაული“, - ჰყვება ივანა მელაი.