12 მარტს კი ასეთი ლამაზი დღე გამითენა ღმერთმა" - ნუცა ჯანელიძე ნაჩუქარ ბინაზე გვიამბობს
"აუ, ნუცა ჯანელიძეს ბინა აჩუქეს; რა მაგარია, ქირით აღარ იცხოვრებს" - ადამიანები, ბოლო ორი დღეა, სოციალურ ქსელში, ამ სასიხარულო ინფორმაციას უზიარებენ. თუ სხვისი სიკეთით გაბედნიერება ამგვარად შეგიძლიათ, მოსალოცად გაქვთ საქმე - შური არ გქონიათ. და ასეთია თავად ნუცა, ამიტომ სუფთა გულში დათესილი კეთილი თესლი, აღმოუცენდა. სიკეთე დაუბრუნდა...
საიუბილეო საღამო "თბილისი ხომ სიმღერაა", 12 მარტს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავის გახსნითა და ამ დიდი სიურპრიზით დაგვირგვინდა.
მუსიკოსმა რამდენიმე ათეული წელი მიუძღვნა ახალგაზრდა თაობების მუსიკალურ განათლებას და ქართულ საესტრადო სცენაზე, მათ შემსრულებლებად ჩამოყალიბებას, შეუწყო ხელი.
მის უამრავ წარმატებულ პროექტს შორის, რაც პირველი გახსენდება - "ნუცას სკოლა" და ანსამბლ "ფორტესთან" თანამშრომლობაა. პედაგოგიურ საქმიანობას დღესაც ეწევა. უკვე აქვს საკუთარი სტუდია სახელად - "ნუცას სკოლა" და როგორც ჩვენთან ინტერვიუში ნახევრად ხუმრობით თქვა, ისევ ქართულ სიმღერას "აწვება".
მუსიკოსი ბედნიერია ამ სიახლით, საკუთარი ბინით, რომელიც მეგობარმა, ბიზნესმენმა სოსო ტყემალაძემ აჩუქა. "პრაიმტაიმის" მკითხველს კი, აბსოლუტურად გულწრფელ ემოციას უზიარებს.