"ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ამის შემდეგ ადგე ფეხზე და იცხოვრო, თურმე შეიძლება... - ნინო ჩოგოვაძე

14-03-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ცნო­ბი­ლი ონ­კო­გი­ნე­კო­ლო­გი, ნინო ჩო­გო­ვა­ძე ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რობ­და, სა­დაც პირ­ვე­ლად ისა­უბ­რაგუ­ლახ­დი­ლად წარ­სულ­ზე და 50 წლის ასაკ­ში შექ­მნილ ოჯახ­ზე. ექიმ­მა კო­ლე­გა­ზე, ცნო­ბილ პლას­ტი­კურ ქი­რურ­გზე ალექ­სან­დრე კა­ლან­ტა­როვ­ზე 31 დე­კემ­ბერს აშშ-ში, ლას ვე­გას­ში იქორ­წი­ნა.

ამ­ბობს, რომ იყო დრო, რო­დე­საც ვერ წარ­მო­იდ­გენ­და თუ ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან და­ი­წყებ­და, მაგ­რამ დღეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე სხვა­ნა­ი­რად არის... ბედ­ნი­ე­რია და სა­კუ­თარ თავ­თან დარ­ჩე­ნი­ლი თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს...

ნინო ჩო­გო­ვა­ძე:

- საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ქალი ვარ, ძა­ლი­ან ბევრ ქარ­ტე­ხი­ლებს გა­ვუ­ძე­ლით არა მარ­ტო მე, არა­მედ ჩვენ­მა თა­ო­ბამ. დიდი პრობ­ლე­მე­ბი გა­დავ­ლა­ხეთ და ბევ­რს მი­ვაღ­წი­ეთ კა­რი­ე­რის თვალ­საზ­რი­სით. ამას ნამ­დვი­ლად უნდა ძალა, თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და ოპ­ტი­მიზ­მი.

ბევ­რი მო­მენ­ტი მქო­ნია, რო­დე­საც მივ­ხვდი, რომ ძლი­ე­რი ვარ. ბავ­შვო­ბი­დან და­ვი­წყებ, მა­მის ტრა­გი­კუ­ლი და­ღუპ­ვა, რო­მე­ლიც ჩემს თვალ­წინ მოხ­და, ძა­ლი­ან ცუდი პე­რი­ო­დი გვქონ­და მე და დე­დას, რო­მე­ლიც ავად­მყო­ფობ­და ამ ავა­რი­ის შე­დე­გად. ამას გა­ვუმკლავ­დი, ეს ისე რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ვი­ტა­ნეთ... პირ­ვე­ლი გა­მოც­და იყო ეს, რო­დე­საც დავ­რჩი მა­მის გა­რე­შე, გო­გო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა.

შემ­დეგ იყო პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ეტა­პი, რო­დე­საც ვფიქ­რობ­დი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამის შემ­დეგ ადგე ფეხ­ზე და იცხოვ­რო. თურ­მე შე­იძ­ლე­ბა...


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები