მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად მიწის ნაკვეთი გადასცა

13-03-2024
გიორგი ზ.
Aa

მთავრობის 2024 წლის 12 მარტის განკარგულებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ოთხი მიწის ნაკვეთი ეკლესიას ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა. დოკუმენტს ხელს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.

უფრო კონკრეტულად, ეკლესიას გადასცეს: 

ოზურგეთის დაბა ნარუჯაში 849 კვადრატული მეტრი, არასასოფლო-სამერუნეო დანიშნულების ნაკვეთი;

ოზურგეთის სოფელ ზემო ნატანებში, 22-ე ქუჩაზე, 929 კვადრატული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი;

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში 345 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში 859 კვადრატული მეტრი რასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი.

"მითითებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის", - აღნიშნულია დოკუმენტში.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები