კახეთში ნათესავ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს

11-03-2024
გიორგი ზ.
Aa

კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ნათესავ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, შემთხვევა 2023 წლის ოქტომბერში მოხდა, თუმცა ქალის ახლობლებმა პოლიციას არ მიმართეს და მამაკაცთან. ანგარიშსწორება თავად სცადეს.

მათ სავარაუდო მოძალადეს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა, შემდეგ ქუჩაში გავლა აიძულეს, ვიდეო გადაუღეს და გაავრცელეს.

მომხდარ დამამცირებელ ფაქტს ადგილობრივი მოსახლეობაც შეესწრო.

ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ, სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს,  მამაკაცს საქმეში  დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს და დამცირების, პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.

მოგვიანებით, ქალზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სამართალდამცავებს ქალის ადვოკატმაც მიმართა, რასაც კაცის დაკავება მოჰყვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  19-137-ე მუხლით მიმდინარეობს.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები