"ეს ჩვენი გოგოა, ჩვენი ყოფილი მოსწავლე..." - რას წერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლა სასტიკად მოკლულ ქეთი ჯავახიშვილზე

05-03-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლა ლილოში სასტიკად მოკლულ ქეთი ჯავახიშვილზე გამოსამშვიდობებელ განცხადებას ავრცელებს.

"ეს ჩვენი გოგოა, ჩვენი ყოფილი მოსწავლე, ჩვენი ქეთი, უსაყვარლესი, წარმატებული, ჭკვიანი, ბეჯითი, მოაზროვნე, ცოდნასა და სწავლაზე შეყვარებული, წარჩინებული, ხალისიანი, მეგობრული და კეთილი. სისასტიკისა და ძალადობის მსხვერპლი? თავზარდამცემი და გამაოგნებელი სისასტიკის მიერ შეჩერებული ლამაზი და წარმატებული სიცოცხლე. ჩვენო გოგო, ნუთუ ეს დაუჯერებელი დასასრული ჰქონდა შენს ლამაზ ოცნებებს, მიზნებსა და მომავალს? უყვარხარ შენს სკოლას, შენს მასწავლებლებს, შენს თანაკლასელებს, თანასკოლელებს და განსაკუთრებით, შენს დირექტორს. მსუბუქად განისვენე, ჩვენო საყვარელო ქეთო. შენი მშობლების და ახლობლების მწუხარებას შენი სკოლა დიდი სინანულით და აუტანელი ტკივილით უერთდება და იზიარებს. ჩვენ სულ გვეყვარები", - წერია განცხადებაში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები