აეგრე მოაზროვნე კაცების თავზე გავიარე - გინდ ღარიბი იყოს, გინდა მდიდარი, გინდ გაუნათლებელი, გინდ სწავლული - ბაია პატარაია
ნუ მისცემთ მოძალადე კაცებს იმის უფლებას - თავიანთი ბოროტება რამე დაავადებას დააბრალონ - ამის შესახებ უფლლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:
ჩემმა კოლეგებმა დაწერეს და მეც ვუერთდები მათ: ფემიციდი არც ნარკოტიკის ბრალია და არც ფსიქიკური დაავადების! ეს კარგად შესწავლილი ფენომენია, სტატისტიკურადაც დათვლილია და ნუ მისცემთ მოძალადე კაცებს იმის უფლებას - თავიანთი ბოროტება რამე დაავადებას დააბრალონ.
შეურახადობა ფემიციდისას იშვიათია. კაცები ქალებს კლავენ უპატივცემულობისა და სიძულვილის გამო, რადგან ამ კაცებს ქალი არ მიაჩნიათ სრულფასოვან ადამიანად, არამედ ჰგონიათ ნივთი - მეორეხარისხოვანი არსება, რომელიც უნდა დაიმორჩილოს კაცმა. ხოდა, აეგრე მოაზროვნე კაცების თავზე გავიარე - გინდ ღარიბი იყოს, გინდა მდიდარი, გინდ გაუნათლებელი, გინდ სწავლული - მოძალადე ქვეშაფსია არარაობაა ქალის მკვლელი მამრი! - წერს ბაია პატარაია.