„სკოლებში რა ხდება საერთოდ? ცოტა თვალები და ყურები გააფართოვეთ და აზრზე მოდით...“- რა შეემთხვა თი მაჭავარიანის შვილს
ინფლუენსერი თი მაჭავარიანი „ინსტაგრამის“ გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს ცხოვრებისეულ სიახლეებს.
როგორც კარიერულ ამბებს, ასევე ოჯახის და შვილების შესახებ.
ამჯერად თი შვილის, ნიტას ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ბავშვი სკოლაში თანატოლებისგან ბულინგის მხვერპლია.
თი მაჭავარიანი შვილს რჩევებს აძლევს და თავის გამოცდილებას უზიარებს, ასევე დედის დღეს ულოცავს ყველა დედას და მოუწოდებს შვილებს თავის დაცვა ასწავლონ.
„მიეცით თქვენს შვილებს თავდაჯერებულობა, რომ თავისი თავი დაიცვან და პატარაობიდანვე იპოვონ ხმა და ძალა!
თუ ოჯახშიპატარა ბულერი გეზრდებათ, დროულად მოსვით თავის ადგილზე, დიდობაში ძვირად დაუჯდება.
სკოლებში რა ხდება საერთოდ? რას აკეთებთ? ცოტა თვალები და ყურები გააფართოვეთ და აზრზე მოდით!
დედის დღეს გილოცავთ დედებო!“,- წერს თი მაჭავარიანი.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები