„არ შემეძლო ამის გატარება… ადრეც ველაპარაკე და ახლაც საჯაროდ ვამბობ...“ - რას წერს ლაშა ბასლანძე
„დუქანში ვმუშაობ, ანაზღაურება არ მაქვს, თუ ვინმე რამეს მაჩუქებს „შაბაშის“ სახით, ეგ არის. არადა, ჩემი სიმღერებით ბევრმა ფული იშოვა“, - ამბობს მედიასთან საუბრისას, მომღერალი მერაბ კაშია.
პროდიუსერი ლაშა ბასლანძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მერაბ კაშიას ამ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ მას სამსახურს სთავაზობს კარგი ანაზღაურებით.
„არ შემეძლო ამის გატარება… ადრეც დავურეკე და ველაპარაკე, ახლაც საჯაროდ ვამბობ, რომ აგერ ვარ და მზად ვარ მერაბს შევთავაზო სამსახური, კარგი ანაზღაურებით.
ბინა 18-ში ჩვენ გავავოცხლეთ მერაბის ჰიტები და იუთუბიზე დღემდე მილიონობით ნახვა აქვს.
მოკლედ მიაწვდინეთ ხმა რომ აგერ ვარ“, - წერს ლაშა ბასლანძე.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები