კეკელიძეზე ბინიდან გამოსახლებულმა მარინა ხატიაშვილმა ბინა დაიბრუნა

27-02-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

მარინა ხატიაშვილმა, რომელიც იანვარში კეკელიძის ქუჩიდან კერძო იპოთეკარმა სახლიდან გამოასახლა, ბინა გამოისყიდა.

როგორც ირკვევა, ხატიაშვილსა და იპოთეკარს შორის შეთანხმება გამოსახლებიდან მეორე დღესვე შედგა - მას სახლის გამოსყიდვა 90 000 დოლარის სანაცვლოდ შეეძლო.

მარინა ამბობს, რომ 70 0000 დოლარი უკვე ჰქონდა, ხოლო 20 000 დოლარი დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში სასწაულებრივად შეძლო:

“გამოსახლებიდან ერთ თვეში 20 000 უნდა მომეგროვებინა. ეს შევძელი, ჩემი მეგობარი მხატვრები და სხვა ხელოვანი ადამიანები დამეხმარნენ, მოაწყვეს აუქციონი, გაიყიდა ნახატები და ფულიც ასე შეგროვდა. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მათ და ყველას ვინც 23 იანვარს ჩემს გვერდით იდგა”, – თქვა მარინა ხატიაშვილმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები