რა (არ) უნდა გააკეთოთ ამაღამ, პირველი სავსემთვარეობისას - ასტროლოგის გაფრთხილება

24-02-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

24 თებერვალს დრაკონის წელიწადის პირველი სავსემთვარეობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ცნობილმა ქართველმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა:

„გაიტანეთ ზედმეტი ნივთები, ზედმეტი ტანსაცმელი, რადგან ჯერ ჯანმრთელობას წაიღებს და მერე სასიცოცხლო ენერგიების მარაგს, ამიტომ გ ა ი ტ ა ნ ე თ და თქვენს ცხოვრებაში შემოვა სასიკეთო ს ი ა ხ ლ ე…

გამოათავისუფლეთ სივრცე, საფუძვლიანად დაალაგეთ ნივთები, დაასუფთავეთ, გაწმინდეთ ენერგეტიკულად სანთელ-საკმევლით ყველა კუთხე-კუნჭული, განსაკუთრებით რთულად მისადგომ კუთხეებში გააჩერეთ ცოტა დიდხანს და ასევე, ჩამოწერეთ თქვენი სურვილები და იმ საქმეების 1-თვიანი გეგმა, რომლებიც ვერა და ვერ დაამთავრეთ, გაიწელა დროში… გართულდა, გაძნელდა… ასევე, ძალიან შედეგიანი იქნება ვარჯიშისა და სწორი კვების დაწყება კლებად მთვარეზე, ანუ 24 თებერვლიდან …

 გაუგზავნეთ ყველას სიყვარული, სათნოება, სიკეთე და ჯანმრთელობა, ყველას დაულოცეთ შ ვ ი ლ ე ბ ი და მ შ ო ბ ლ ე ბ ი და თუკი ვინმე დაგიწყევლიათ ამ საჯარო სივრცეში, როგორც მარდად აკაკუნებენ კლავიატურაზე და მოსამართლის მანტიებში მარდად ექსპერტობენ, მოინანიეთ ამით მხოლოდ საკუთარ თავს და შთამომავლებს ვნებთ 21-ე საუკუნეა და მაგდენი უნდა გესმოდეთ… ეს ვისაც ეკუთვნის თავად მიხვდებიან…

ისე დაჩქარდა დრო და უფრო დაჩქარდება, რომ მხოლოდ კარგ ადამიანად ყოფნა აღარ არის საკმარისი, უნდა მეტად გავიზარდოთ სულიერება და ცნობიერება გამოვიფხიზლოთ, ეს არ არის თამაში, ვერ ხედავთ მსოფლიოში მძვინვარებს ინფორმაციული ომი და გაუფრთხილდით და დაიცავით საკუთარი ფსიქიკა… დანარჩენს მიხვდებით…


ასევე, უსურვეთ ყველას გაცნობიერებულობა და ჭეშმარიტი გზის შემეცნება… მეტი სიყვარული და გულისმიერი ქმედება ხალხო…. გ უ ლ ი თ და ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი თ, აი, ეს გახსოვდეთ მუდამ და ყველა სირთულეს გადავლახავთ მშვიდობიანად,“ - აცხადებს ასტროლოგი. 


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები