„რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს ერის გენოციდია“ - მამა შალვა კეკელიას უმძიმესი მიმართვა
გადაცემა „პრაიმ შოუს“ სტუმარი ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა შალვა კეკელია იყო, რომელმაც ნარკოტიკების მავნებლობაზე და მის მიერ კლუბ „ბასიანთან“ გადახდილ პარაკლისზე ისაუბრა და განმარტება გააკეთა.
რა რისკებს შეიცავს კლუბური ნარკოტიკი?
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ათობით გარდაცვლილ ადამიანებზე?
რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ინტერნეტის დახურული არხები, საიდანაც ხდება ნარკოტიკი რეალიზაცია?
„რამდენიმე წელია, ყოველ პარასკევს 7 საათზე პარაკლისებს ვიხდი ტაძარში ყოველთვის, ლუდომანიასთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა საქართველოში.
მღვდლებს მხოლოდ სიტყვა გვაქვს და ლოცვა შეგვიძლია, მახსოვს ელენეს სახლიდან რომ გამოვედი ცრემლებისგან თავი შევიკავე, მაგრამ მანქანაში როგორც კი ჩავჯექი საათ-ნახევარი მანქანიდან ვერ გადმოვედი, ხმით ვტიროდი, იმის გამო რაც მოხდა.
ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა, რომ ამ თემაზე გვესაუბრა ტელევიზიებს და ხალხს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ბასიანთან მივიდოდი და პარაკლისს გადავიხდიდი.
ამის შემდეგ ამაზე საუბარს დავიწყებდით. ამას დიდი ხანია ვამბობ, წლებია, რომ გვეხოცება ახალგაზრდები, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება ეს ერის გენოციდია, ჩვენს ტაძარშიც კი ტოვებდნენ ნარკოტიკებს.
ერთადერთი მიზანი, რაც მქონდა პარაკლისის დროს, იყო რომ ამაზე გვესაუბრა, რომ არ ჩამეტარებინა, აქ არც მომიწვევდნენ“,- ამბობს მამა შალვა.